მზად ვარ, თქვენს ტრანსპორტირებას გავუკეთო ორგანიზება - მამუკა ხაზარაძე რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას
"ლელოს" ლიდერი რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს - შემოგვიერთდით, მზად ვარ, ტრანსპორტის ორგანიხება საკუთარ თავზე ავიღო"- თქვა "რეაქციაში" მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, რუსული კანონის მიღებით "ივანიშვილს საქართველო მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში მიჰყავს".
ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის, შვილებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის. უნდა გამოვიდეთ რაც შეიძლება მეტი - მე მინდა მივმართო რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. უნდა შემოგვიერთდეთ, პირადად მე, ჩვენი პარტია მზად არის, გავაკეთოთ ორგანიზება, ამას ღიად ვამბობ - ტრანსპორტის და ყველანაირი ორგანიზება, იმიტომ რომ ეს არ არის რიგითი კანონი, ეს არის კანონი, რომლის მიღების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ტრაექტორია იცვლება. არანაირი დათმობა არ იქნება"- თქვა ხაზარაძემ.
"ლელოს" ლიდერმა პოლიციელებსაც მიმართა: "მე მინდა პოლიციელებს მივმართო - თქვენ იცავთ რუსეთის აგენტს, ბიძინა ივანიშვილს. რომელსაც ამ ქვეყნის შეტრიალება უნდა მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში".
მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, კულისებიდან გამოვიდეს და პასუხი გასცეს მოსახლეობას.