მცემეს, დამიჭირეს. სასტიკად უსწორდებიან ხალხს - კუპრაძე
"მცემეს, დამიჭირეს. სასტიკად უსწორდებიან ხალხს", - ამის შესახებ "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში დაკავების შემდეგ წერს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დააკავეს. მის გარდა სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კუპრაძეს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.