ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან - ლომჯარია
"უფსკრულის წინაშე ვართ, კატასტროფის წინაშე ვართ - ამ ქვეყანას ჩვენს თავლწინ ყიდიან" - ამ განცხადებას ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აკეთებს.
ლომჯარიას თქმით, ხელისუფლება დღეს კონსტიტუციას არღვევს, როდესაც რუსული კანონის მიღებას ცდილობს, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს.
უფსკრულის წინაშე ვართ, კატასტროფის წინაშე ვართ - ამ ქვეყანას ჩვენს თავლწინ ყიდიან, ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არღვევენ კონსტიტუციას, რომელიც ამბობს, რომ ყველა ინსტიტუტმა უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში,“ - ამბობს ნინო ლომჯარია.
პარლამენტთან აქცია გრძელდება, სამართალდამცავებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალის გამოყენებით დარბევა დაიწყეს.