აქციაზე არიან აპარატის თანამშრომლები, თუ საჭირო იქნება მეც მივალ - ომბუდსმენი

16.04.24 23:08
აქციაზე არიან აპარატის თანამშრომლები, თუ საჭირო იქნება მეც მივალ - ომბუდსმენი

იქ არიან ჩვენი აპარატის თანამშრომლები, თუ საჭირო იქნება მეც მივალ - ამ განცხადებას "რეაქციაში" სახალხო დამცველი აკეთებს. იოსელიანს არ აქვს ინფორმაცია, რამდენი მოქალაქეა დაკავებული. ლევან იოსელიანის თქმით, ის შსს-ს მინისტრს არ დაკავშირებია, კომუნიკაცია აქვს მის მოადგილეს გომელაურის თანამშრომელთან.

როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, ის პარლამენტის წინ არ იმყოფება და განმარტავს ამის მიზეზს:

სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შევაფასოთ ადეკვატურად, მნიშვნელოვანია, რომ სრული ინფორმაცია გვქონდეს ამაზე. იქ არიან ჩვენი აპარატის თანამშრომლები, თუ საჭირო იქნება მეც მივალ, მაგრამ ამ წუთში უფრო ეფექტურად ვაკეთებ იმ საქმეს კონკრეტულად იქ, სადაც ვარ,“ - ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის თქმით, რამდენიმე დარღვევა უკვე დაფიქსირებულია, მათ შორის ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ირაკლი კუპრაძის საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ, რადგან ლელოს ლიდერი წერდა სოციალურ ქსელში, რომ მას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი სიახლეები