პარლამენტთან ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს, მუშაობს 10-მდე ბრიგადა - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

16.04.24 23:16
პარლამენტთან ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს, მუშაობს 10-მდე ბრიგადა - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10-მდე ბრიგადა მუშაობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ექიმები ადგილზე უწევენ დახმარებას მოქალაქეებს. რაც შეეხება დაშავებულების რაოდენობას, ამ ეტაპზე, უცნობია რამდენი პირია დაშავებული და რამდენს გაუწიეს პირველადი დახმარება.

 

მსგავსი სიახლეები