ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან! - ევროპარლამენტარი
"ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!", - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს და რუსული კანონის საწინააღმდეგოდ მიმდინარე აქციებს ეხმაურება.
პარლამენტთან აქცია გრძელდება, სამართალდამცავებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალის გამოყენებით დარბევა დაიწყეს.
სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.