პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ონლაინ მედია ისევ დაბლოკეს

17.04.24 00:32
პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ონლაინ მედია ისევ დაბლოკეს

პარლამენტში ხვალ, 17 აპრილს, რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვის პარალელურად, უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

შენობაში ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის აკრედიტებულებს, ისევ არ შეუშვებენ - ამის შესახებ განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა," - წერია პარლამენტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები