ჩვენ ხვალ ვიბრძოლებთ შიგნით, თქვენი გარეთ ყოფნის იმედით - კორძაიას მიმართვა
„ჩვენ ხვალ ვიბრძოლებთ შიგნით თქვენი გარეთ ყოფნის იმედით“ - ამ სიტყვებით მიმართა თამარ კორძაიამ პარლამენტის წინ შეკრებილებს.
"გავაგონოთ "ოცნებას" ხმა - ამბობს დეპუტატი:
„მთელი სახელმწიფო მანქანა, სპეცრაზმი მათ იცავს იმიტომ, რომ არ გაიგონ თქვენი ხმა. მათ არ უნდა საქართველოს მოქალაქეების მოსმენა, მათ არ უნდათ ხალხის ხმის გაგონება. მაგრამ გავაგონოთ მათ ჩვენი ხმა. ხვალ ჩვენ გვაქვს ყველაზე გადამწყვეტი დღე. ხვალ ესენი გადაწყვეტენ და აპირებენ, რომ მიაჭირონ მწვანეს და რუსეთს აუნთონ მწვანე შუქი ამ ქვეყანაში. მაგრამ ამას არ დავუშვებთ, არავითარ შემთხვევაში.
9 აპრილს აქ ჩვენი მოქალაქეები საკუთარი პასუხისმგებლობით ითხოვდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობას და 35 წლის მერე, ვინ არიან ესენი რო დაგვაკარგინონ?
ჩვენ ხვალ ვიბრძოლებთ შიგნით თქვენი გარეთ ყოფნის იმედით და მერე ერთად გავაწვევინებთ ამ კანონს.
მთელი მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო, დემოკრატიული სამყარო დგას ჩვენს გვერდით. გვეუბნებიან, რომ არ გააკეთოს ეს „ქართულმა ოცნებამ“. ყველამ გაიგო „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გარდა. მათ იმიტომ არ გაიგეს, რომ ისინი ასრულებენ რუსეთის დავალებას. ამიტომ: არა რუსეთს, არა რუსულ კანონს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.