მარტი მეორდება, ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ - აქციის მონაწილის მიმართვა
მარტი მეორდება, ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ, ჩემი წინაპრების მოტანილს ვიცავ - ამ სიტყვებით მიმართავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მოქალაქეებს და პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს.
განმარტავს, რატომ არის რუსული აქციის წინააღმდეგ და რატომ უნდა, რომ დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი:
ჩვენ გვინდა ევროპა, კანდიდატის სტატუს მივიღეთ და ერთად აღვნიშნავდით, ყველაფერი რაც ევროპული გვქოინდა ამ ქვეყანაში, დღეს ან ხვალ წაგვერთმევა. ჩემი გამოსვლის მთავარი მიზანი ის არის, რომ როგორც ერთი წლის წინ გავაბრუნებინეთ ხელისუფლებას, ისევ იგივე გავაკეთოთ. გამოვიდეთ გარეთ, რომ გვიხარია რაღაც ევროპული და წინსვლა, ერთად უნდა დავიცვათ, თორემ წაგვერთმევა,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.