"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე
ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავეს. როგორც დაკავებულები ყვებიან, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა. უმეტესობა ნაცემია, მათ შორის ირაკლი კუპრაძეც.
"ლელოს" გენერალური მდივანი ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. როდის ჩაინიშნება სასამართლო მოსმენები და როდის გათავისუფლდებიან დაკავებული მომიტინგეები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამ წუთებში "ლელოს" იურისტი და ადვოკატი ლევან სამუშია პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და დაკავებულების მდგომარეობას ეცნობა.