„წინასწარ არ ვაანონსებთ სანქციებს, თუმცა ვაკვირდებით პროცესს“ - აშშ-ს მეშვიდე გაფრთხილება "ოცნებას"

17.04.24 10:34
„წინასწარ არ ვაანონსებთ სანქციებს, თუმცა ვაკვირდებით პროცესს“ - აშშ-ს მეშვიდე გაფრთხილება "ოცნებას"

„წინასწარ არ ვაანონსებთ სანქციებს, თუმცა ვაკვირდებით პროცესს“ - ბაიდენის ამდინიტრაციისგან „ქართულმა ოცნებამ“ მეშვიდე გაფრთხილება მიიღო. 

რამდენიმე საათის წინ თეთრ სახლში განცხადება გაკეთდა. პრესპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ რუსული კანონის უკან დაბრუნებით შტატები შეშფოთებულია და „სახელმწიფო დეპარტამენტი  თბილსიში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით  აკვირდება". "იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროექტი კანონად არ იქცევა", - აცხადებს პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით: ის ჯერ კიდევ კანონპროექტად რჩება. ადრე, როდესაც ეს კანონპროექტი იყო წარდგენილი, ვნახეთ, რომ მან საკმაოდ წინ წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცა. ასე რომ, არა მგონია, რომ ამ მომენტში პროგნოზირება შეგვეძლოს, თუ რა მოხდება, მაგრამ გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო. 
 
რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას მსოფლიოში, რა თქმა უნდა, აშშ მხარს უჭერს მსოფლიოში ყველას გამოხატვის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას.
 
რაც შეეხება [აშშ-ის] შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ - ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ, - განაცხადა მეთიუ მილერმა. 

მსგავსი სიახლეები