"6 დაკავებულიდან 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს" - ომბუდსმენმა დაკავებულების ნაწილი მოინახულა
ომბუსმენმა ზაჰესის წიინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულები მოინახულა. ლევან იოსელიანის თქმითმ, 6 დაკავებულებიდან ფიზიკურ დაზიანებებზე 2 მიუთითებს, ქედან ერთს ძალადობის კვალი სახეზე აღენიშნება. სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცემს.
ლევან იოსელიანი დაკავებულების მოანხულებას დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშიც გეგმავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინფორმაცია პირველწაყოდან გაიგოს.
ამასთან, ომბუდსმენი ვერ ამბობს, გამოიყენ თუ არა პოლიციამ გუშინ აქციის მოანწილეების მიმართ პროპორციული ძალა. ლევან იოსელიანის თქმით, საკითხს ომბუდსმენის სამსახური სწავლობს.
ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია 6 პირი. მოვინახულე 6-ვე, 6-ვეს ვესაუბრე. 2 მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას აძლევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ჩვენ ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მივადევნებთ თვალყურს ამ გამოძიების პროცესს. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ წინასწარი დაკავების დაწესებულებებთან, არკვევდნენ როგორც მათ მგომარეობას, ისე ადგილსამყოფელს. ვიცით, რომ ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში, სადაც ასევე ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება და დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით მისი მდგომარეობის შესახებ. აქედან მე მივდივარ დიღმის იზოლატორში, სადაც ასევე 8 პირია დაკავებული და მათაც პირადად შევხვდები და გავესაუბრებ,. მე მინდა, რომ პირველწყაროდან მქონდეს ინფორმაცია, რა გარემოებებში მოხდა მათი ადკავება. ის, ვინც მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რა გარემოებებში მოხდა ეს ფიზიკური დაზიანებები.
აქ მონახულებული 6 ადამიანისგან 2 მიუთითებს, მაგრამ აქედან ერთს ეტყობა ფიზიკური დაზიანება სახეზე, მეორე თვითონ ამბობს, რომ არ მეტყობა დაზიანება, მაგრამ ეს დაზიანება მივიღეო. აქ ასეთი სიტუაციაა.
რაც შეეხება პროპორციის ნაწილს, რაც გუშნედლ და გუშნწინელ აქციას შეეხება ალბათ ღესაც იქნება აქცია და შეიძლება დღესაც ჰქონდეს რამე მოვლენებს ადგილი, ჩვენ ამ ყველაფერს შევაფასებთ როგორც პროპორციულობი, ისე დაზიანებების ნაწილში, - ამბობს ომბუდსმენი.