პროკურატურაში შევიტანთ განცხადებას ყველა იმ ადამანის წინააღმდეგ, ვინც ქართველ ხალხზე ძალადობს - ლაშა ტყეშელაძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იურისტი ლაშა ტყეშელაძე 16 აპრილის აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით საუბრობს და მათი უფლებების შეზღუდვაზე მიუთითებს. იურისტის თქმით, დაკავებულების ნაწილს ადვოკატები მტელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, ასევე, მათ არ მისცეს ადვოკატის აყვანის და სწრაფი სამედიცინო დახმარებს უფლება.
ლაშა ტყეშელაძის ამბობს, რომ დღეს პროკურატურაში განცხადებას ყველა იმ ადამიანის წინააღმეგ შეიტანენ, რომლებიც ქართველ ხალხზე ძალადობს.
გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს. არ მოგვცეს საშუალება, რომ ეს ადამიანები გვენახა. ზოგი ამ დრომდე იმყოფება საავადმყოფოში. მათ არ მიეცათ ადვოკატის აყვანის უფლება, მათ არ მიეცათ სწრაფი სამედიცინო დახმარების უფლება. ეს ყველაფერი ერთიანად უნდა შეფასდეს - ეს ყველაფერი არის უკანონობა, ეს ყველაფერი არის დანაშაული.
დღეს ჩვენ ვაპირებთ, პროკურატურაში შევიტანოთ განცხადება ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ძალადობს ქართველ ხალხზე და თავისუფალ მომიტინგეებზე.“ - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.