ევროკავშირის რეაქცია რუსულ კანონზე - "ოცნების" გადაწყვეტილება შესაძლოა, ბრიუსელში განიხილონ
რა რეაქცია ექნება ევროკავშირს "ქართული ოცნების" რუსულ კანონზე - ოლიგარქის პარტიის გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს ბრიუსელში განხილვის მთავარი საკითხი გახდეს.
ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერების შეხვედრა ევროპის საპარლამენტო დედაქალაქში რამდენიმე საათშია დაანონსებული. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კი გზავნილი საქართველოდან უკვე მიიღო.
შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და რუსული კანონის შესახებ მსჯელობისკენ მოუწოდა.