რუსული კანონის განხილვა "ოცნებას" დღესაც აქციის ფონზე უწევს
სპეცრაზმის კორდონით პარლამენტიდან გაპარული "ოცნების" ლიდერები დილიდან საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ. რუსული კანონის კენჭისყრა გუშინ ხალხის პროტესტის გამო გადაიდო, თუმცა ძალადობის და დაკავებების სერიის შემდეგ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებას დღესვე გეგმავენ.
პროტესტია დღესაც. რუსული გადაწყვეტილების გაფორმების მცდელობა მმართველ პარტიას ისევ აქციის ფონზე უწევს. პარლამენტში სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება. სესიას დაესწრება მთელი ოპოზიცია, შენობის გარეთ კი აქციაა დანონსებული.
პარალელურად, "ოცნებას" ისევ სპეცრაზმი იცავს. მთელ პარალენტში საპოლიციო ძალებია მობილიზებული, სპეცრაზმი დგას ყველა სამთავრობო შენობაშიც.