„რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი, ამას ემსახურება რუსული კანონიც" - ურუშაძე

17.04.24 12:30
„რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი, ამას ემსახურება რუსული კანონიც" - ურუშაძე

„რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსცვავებული აზრი არის დასჯადი. დასჯადი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. სწორედ ამას ემსახურება რუსული კანონი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ, აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით განაცხადა. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მოქალაქეების ურყევი ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდება. 

ეს არის ქვეყანა, რომელსაც მიაქანებენ რუსეთისკენ. სწორედ რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსცვავებული აზრი არის დასჯადი. დასჯადი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად და იქ განიცდიან ადამიანები დევნას. ამას ემსახურება რუსული კანონი. 
მოქალაქეები ურყევი პოზიციით, ურყევი პროტესტით, ურყევი ბრძოლით, თავდაუზოგავი შრომით ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე.“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

 

მსგავსი სიახლეები