"ოცნება" სანქციებისთვის ემზადება - ალექსანდრე რაქვიაშვილი

17.04.24 12:37
"ოცნება" სანქციებისთვის ემზადება - ალექსანდრე რაქვიაშვილი

"გირჩის" ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" სანქციებისთვის ემზადება. ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. 

რაქვიაშვილის ცნობით, საგადასახადო ამნისტიასთან ერთად დაჩქარებული წესით დროებითი ნორმა შემოდის, რომლის თანახმადაც თუ ფიზიკური პირი ოფშორული ტერიტორიებიდან საქართველოში კომპანიას ან მის სხვა საკუთრებას გადმოიტანს, ის აღარ დაიბეგრება.

ოპოზიციის წევრი სვამს კითხვას, ვინ არის ის ფიზიკური პირი, ვისაც ოფშორულ ტერიტორიებზე კომპანიები აქვს და იქიდან ფულის შემოატანას გეგმავს. 

როგორც ჩანს, "ოცნება" შესაძლო სანქციებისთვის ემზადება. დაჩქარებული წესით, საგადასახადო ამნისტიასთან ერთად, შემოდის დროებითი ნორმა, რომლის თანახმად, თუ ფიზიკური პირი ოფშორული ტერიტორიებიდან საქართველოში გადმოიტანს კომპანიას, ის არ დაიბეგრება (ახლა იბეგრება, რათა ფულის გათეთრება არ ხდებოდეს). გარდა ამისა, თუ იგივე ფიზიკური პირი ამ პროცესში საქართველოში მის საკუთრებასაც შემოიტანს, მაგალითად, თვითმფრინავს ან მანქანას, ის ასევე არ დაიბეგრება იმპორტის გადასახადით და არც ქონების გადასახადით 2030 ლწამდე.
ახლა გასარკვევია, თუ ვინ არის ის ფიზიკური პირი, ვისაც ოფშორულ ტერიტორიებზე კომპანიები აქვს და აპირებს იქიდან ფულის შემოტანას, თვითმფრინავებსა და მანქანებთან ერთად. რაიმე ვერსიები?, - წერს რაქვიაშვილი. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები