"არაფერი აინტერესებთ, მიდიან ნაჯახივით" - კორძაია "ოცნებაზე"
ხელისუფლებას არც თავისუფალი მედია და არც თავისუფალი ხმის გაგონება არ უნდა, - ასე აფასებს ოპოზიცინერი დეპუტატი თამარ კორძაია "ოცნების" გადაწყვეტილებას რუსული კანონის დაამტკიცოს.
ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებას არავინ და არაფერი აინტერესებს, მათ შორის, ყურად არც შარლ მიშელის განცხადებას იღებენ.
არაფერი არ აინტერესებთ, მიდიან ნაჯახივით. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შარლ მიშელმა რა თქვა, რა მნიშვნელობა აქვს ამას თურმე. ამ დონემდე ვართ მისული. მათ არ უნდათ იყოს თავისუფალი მედია ქვეყანაში და მათ არ უნდათ, იყოს თავისუფალი აზრი მედიაში", - ამბობს კორძაია.