"გირჩი": "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენს ინიციატივას დაეთანხმა რეფერენდუმის მოწყობაზე
"ნაციონალური მოძრაობა" დაეთანხმა "გირჩის" ინიციატივას რეფერენდუმის მოწყობაზე - ამის შეახებ "გირჩის" მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია საუბარი.
"თუ დასავლეთს გირჩევნიათ რუსეთი, ჩაატარეთ რეფერენდუმი საით მიდის ეს ქვეყანა, თქვენი პოზიცია დაადეკლარირეთ პრორუსულად, როგორც ამას ალტ-ინფო და სხვა პოლიტიკური ძალები აკეთებენ და იყავით ქართველ ხალხთან მართალი. დავსვათ სარეფერენდუმო შეკითხვა, დასავლეთი თუ რუსეთი და თუ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს რუსეთს, გააგრძელეთ ის საქმიანობა რასაც დღეს აკეთებთ". - ამბობს იაგო ხვიჩია.
"მიეცით ხალხს მშვიდად გადაწყვეტის საშუალება, გაიტანეთ პლებისციტზე არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე, თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი". - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ინფორმაციას "გირჩის" პრესამსახური ავრცელებს.