ორბელიანების სასახლეში უცხოელი დიპლომატები იკრიბებიან - ელჩები პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავენ
ორბელიანების სასახლეში პარტნიორი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან - დიპლომატები შეხვედრას სალომე ზურაბიშვილთან გამართავენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. განსახილველი საკითხი კი რუსული კანონი იქნება.
ადგილზე საქართველოში ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები უკვე მივიდნენ.