მოულოდნელად, "მულტიპლექსის" ქსელში "ტვ პირველის" მაუწყებლობა გაითიშა
მოულოდნელად, მულტიპლექსის ქსელში გაითიშა "ტვ პირველის" მაუწყებლობა. კომპანია სტერეო პლიუსის ინფორმაციით, მათ სიგნალი არ მიეწოდებათ ოპტიკური ქსელით. ოპტიკურ კავშირს "ტვ პირველსა" და "სტერეო პლიუსს" შორის ახორიცელებს სილქნეტი.
სილქნეტი აწარმოებს მოკვლევას, ველოდებით პასუხს. არ ვიცით ოპტიკური მაგისტრალი გადაჭრეს და ეს არის დივერსია თუ საქმე გვაქვს სხვა სახის ტექნიკურ პრობლემასთან.
"ტვ პირველმა" მიმართა სტერეოს, ალტერნატიული წყაროს გამოყენებით გაუშვას არხის მაუწყებლობა ღია ქსელში. ვიმოდევნებთ რომ კომპანია ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას "ტვ პირველის" მაუწყებლობის აღსადგენად.