პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა "ოცნების" დეპუტატმა, ალექსანდრე ტაბატაძემ დაიკავა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ალექსანდრე ტაბატაძემ დაიკავა.
ტაბატაძე "ოცნების" დეპუტატია, რომლის თანამდებობაზე დანიშვნას ხმა 83-მა პარლამენტარმა მისცა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ირაკლი ბერაიას ეჭირა, თუმცა ის დაზვერვის სამსახურის უფროსად გადაიყვანეს.