EU-ს წევრობაზე მოლაპარაკებები ვერ დაიწყება ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც მიზანმიმართულად იღებს კრემლის ჰიბრიდული დღის წესრიგის ანტიევროპულ კანონს - კუბილიუსი
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ოცნების" მიერ შემობრუნებულ რუსულ კანონს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები ვერ დაიწყება ისეთ ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც მიზანმიმართულად იღებს კრემლის ჰიბრიდული დღის წესრიგის ანტიევროპულ, უცხოური აგენტების კანონს", - წერს ანდრიუს კუბილიუსი X-ზე.
შეგახეენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ "ოცნებამ" რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.