არცერთი ადამიანი, რომელიც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, არ დარჩება სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე - საია
გუშინ რუსთაველის გამზირზე გავიტარებულ მოვლენებს საია საგანგებო განცხადებით ეხმიანება. ახალგაზრა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი აქციაზე დაკავებულ ადმაიანებს, მტელი ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ და მათ უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები ნამდვილად აღენიშნებათ.
საიას ხელმძზღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, არცთი ადამიანი, რომელიც კანონიერად სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, მათი სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება.
ამასთან, საია მოუწოდებს პოლიციას, შეწყვიტოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა.
გუშინ, 16 აპრილს პოლიციამ 13 მშვიდობიანი ადამიანი დააკავა, რომელიც შეკრებისა და თავისუფლების გამოხატვით სარგებლობდა და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში, ვხვდებოდით მათ და აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს.
საზოგდოებას ვაცნობებთ,რ ომ დაკავებულთა უმრავლესობას ფიზიკური დაზიანების ნიშნები აქვს, ხოლო სამი მათგანი ამჟამად ჰოსპიტალშია.
ისინი აცხადებდნენ, რმო მიუხედავად დაკავებისა თუ დაზიანებისა, გააგრძელებენ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა, უკანონო დაკავებები და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაქსიმალურად მოკლედ როში გამოძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიცავთ და დავცავთ ყველა დაკავებულის უფლებას. ჩვენ ვემსახურებით ქართველ ხალხს. არცერთი ადამიანი, რომელიც კანონიერად სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, არ დარჩება სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე. არა რუსულ კანონს!, - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ.