საქართველოს ახალგაზრდებს დამოუკიდებლობის მონაპოვარი თავზე გადაახიეს! დღეს ყველა უნდა ვიდგეთ აქ! - კორძაია

17.04.24 15:29
საქართველოს ახალგაზრდებს დამოუკიდებლობის მონაპოვარი თავზე გადაახიეს! დღეს ყველა უნდა ვიდგეთ აქ! - კორძაია

საქართველოს ახალგაზრდებს დამოუკიდებლობის მონაპოვარი თავზე გადაახიეს! - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია "ოცნების" მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებას და ყველას მოუწოდებს, დღეს 7 საათზე აქციაზე დგომისკენ.

გადაახიეს საქართველოს ახალგაზრდებს, ჩვენს თაობას დამოუკიდებლობის ის მონაპოვარი, რომელიც 35 წლის წინ, 9 აპრილს მოიპოვეს ახალგაზრდებმა. რა უნდა ვუთხრათ ჩვენ იმათ შვილებს, რომლებმაც აქ სისხლი დაღვარეს, რათა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვყოფილიყავით. ეს ბრძოლა ისევ ახალგაზრდების არის, რადგან ჩვენ ხვალ არ უნდა გვექნას თავი დასახრელი. უნდა ვიბრძოლოთ, რათა ეს ქვეყანა არ გახდეს რუსეთი. დღეს ყველა უნდა ვიდგეთ აქ და არ უნდა დავუთმოთ ჩვენი შვილების მომავალი. რაც ახლა ხდება ეს არის კატასტროფა, ქვეყნის გაყიდვა. 83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ამ ქვეყნის გაყიდვას და ისინი სამარცხვინო სიაში უნდა შევიყვანოთ", - კორძაია.

83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები