სასწრაფოდ აპირებენ კანონის მიღებას, რომელიც ივანიშვილს ოფშორში გადამალული ფულის გათეთრების საშუალებას მისცემს - გოცირიძე
სასწრაფოდ აპირებენ კანონის მიღებას, რომელიც ივანიშვილს ოფშორში გადამალული ფულის გათეთრების საშუალებას მისცემს - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძე ამბობს, რომ ივანიშვილის სურვილია საქართველო მის პირად ციხე-სიმაგრედ გადააქციოს.
ჩვენ უნდა ვიხმაროთ ყველა ძალა. ჩვენი საერთაშორისო მეგობრები არ დატოვებენ ამ რუსულ ინიციატივას რეაგირების გარეშე. არ უნდა დავუშვათ, რომ ეს კანონი გავიდეს მეორე და მესამე მოსმენაზე. მაგრამ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა სასწრაფოდ, ყველასგან მოულოდნელად დააინიცირა კანონი, რომლის მიღებას აპირებენ საღამომდე, სადაც ივანიშვილის ოფშორში გადამალული ფული უნდა გათეთრდეს საგადასახადო კოდექსისი გვერდის ავლით. ივანიშვილის პირდაპირ აძლევენ იმის უფლებას, რომ შემოიტანოს მისი ქონება დაუბეგრავად. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს მსოფლიოს არცერთ წერტილში არ დაედგომება. ოფშორებშიაც კი ვერ გრძნობს საკუთარ თავს და სიმდიდრეს დაცულად ამიტომ გადაწყვიტა გამოქცეს და საქართელო მის პირად ციხე-სიმაგრედ გადააქციოს. არ გამოუვა. არავინ აპატიებს ქვეყნის უზურპირებას, - განაცხადა გოცირიძემ.
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.