"რუსებო!" - რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებას პარლამენტთან შეკრებილები შეძახილებით შეხვდნენ

17.04.24 15:32
 "რუსებო!" - რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებას პარლამენტთან შეკრებილები შეძახილებით შეხვდნენ

რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებას პარლამენტთან შეკრებილები შეძახილებით შეხვდნენ. აქციის მონაწილეებმა ყველა იმ დეპუტატის სახელი და გვარი ხმამაღლა წაიკითხეს, რომლებმაც რუსულ კანოსნ მხარი დაუჭირეს. თითოეული სახელი და გვარის წაკისთხვისას, პროტესტის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ეს ადამიანები მოღალატეები არიან. "რუსებო!" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, არა მხოლოდ კანონია რუსული, ხელისუფლებაც რუსულია. 

შეკრებილების კიდევ ერთი ადრესატი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც რუსული კანონი პარლამენტში შემოაბრუნა.

ესენი არიან რუსები და ხალხი, მოქალაქეები ამ ქვეყნის, რომელთაც უნდათ ევროპა, გასცემს მათ პასუხს დღეს და მომდევნო დღეებში. ხალხი გამოვა, მოქალაქეები გამოვიდნენ გუშნაც, გუშნწინაც და დღესაც გამოვლენ. რაც უფრო ბევრნი ვიდგებით გარეთ, მით უფრო მალე გაიწვევენ ამ რუსულ კანონს,  - ამბობენ აქციის მონაწილეები. 

პარლამენტის უკან მყოფი მოქალაქეები ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებისკენ დაიძრნენ. ხალხს უნდა, საკუთარი  სათმელი "ოცნების" დეპუტატებს პირადად გააგონონ. 

არა რუსულ კანონს! მარტივია ჩვენი გზავნილი. ეს კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, ეს კანონი არ არის ის, რასაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ წაიყვანს. ეს გზავნილი გუშნდელი ძალიან სასტიკი დარბევის და ძალადობის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიზიაროს და აქ ბევრი ხალხი გამოვიდეს ხვალაც და ყოველთვის, როცა პროტესტი იქნება. როდესაც შენი მოქალაქეები ასეთ მდგომარეობამდე მიგყავს, უნდა მიხვდე, რომ არასწორ საქმეს აკეთებ. შესაბამისად, ჩვენ გავაგონებთ ჩვენს ხმას დეპუტატებს, რომლებიც აქედან გამოვლენ, - ამბობს დაჩი იმედაძე. 

 

მსგავსი სიახლეები