მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, უნდა გაემიჯნო ამ ნაძირლებს - ყაველაშვილი

17.04.24 15:35
მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, უნდა გაემიჯნო ამ ნაძირლებს - ყაველაშვილი

მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, იცის ჩემი აზრი, შენ ამ გულწრფელ სიტყვას, როცა იძახი, რომ ევროპაში მინდაო, ეს ნაძირალები გამოიყენებენ მეთქი. [ხვიჩა კვარაცხელია] უნდა გაემიჯნოს, რომ მისი აზრი მათ არ გამოიყენონ" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელებს ისეთი არაფერი არ დაუწერიათ, რასაც უმრავლესობა არ ამბობს.

"ფეხბურთელებმა რა დაწერეს - "არა რუსულ კანონს"-ო არ დაუწერიათ. მერე ჩვენ რას ვიძახით - არ ვიძახით, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია? შეიძლება გულშემატკივრობენ [აქციის მონაწილეებს], რა მოხდა მერე. აქციაზე ქართველი ბავშვები და ადამიანები არ დგანან? როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდა მხარდამჭერები არიან ფეხბურთის გულშემატკივრები - ისე ისინიც არიან ფეხბურთელების გულშემატკივრები არიან. რა გინდა რომ მითხრა - ხვიჩა კვარაცხელია მაგათ [აქციის მონაწილეებს] უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? - რომ გამოვიდნენ და იყენებენ ამას [ფეხბურთელების პოსტებს]. ჩემს ხელში გაზრდილები არიან. მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, იცის ჩემი აზრი, შენ ამ გულწრფელ სიტყვას, როცა იძახი, რომ ევროპაში მინდაო, ეს ნაძირალები გამოიყენებენ მეთქი. [ხვიჩა კვარაცხელია] უნდა გაემიჯნოს, რომ მისი აზრი მათ არ გამოიყენონ"- განაცხადა ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები