ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების გამოხმაურებების შემდეგ, კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას - დეკანოიძე

17.04.24 15:51
ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების გამოხმაურებების შემდეგ, კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას - დეკანოიძე

ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების გამოხმაურებების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სავალალოა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი და პარლამენტის წევრი ყველას ინტერესის საწინააღმდეგოდ მიდის.

დეკანოიძე ამბობს,რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებით, გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა.

„ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების - კვარაცხელიას, მამარდაშვილის, ზივზივაძის და ყველა ჩვენი საამაყო სპორტსმენის გამოხმაურებების შემდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას. გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ასევე სავალალოა, როდესაც შენი ფეხბურთის ნაკრების და ჩვენი ყველას ინტერესის საწინააღმდეგოდ მიდის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი და პარლამენტის წევრი. მინდა ერთ რამ გითხრათ - ეს არის ომი სიმტკიცეზე. ეს არის პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი. სანამ კანონად იქცევა, დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, 19:00 საათზე,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.  

მსგავსი სიახლეები