ელჩების შეხვედრა პრეზიდენტთან - რაზე ისაუბრეს?
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან პრეზიდენტმა დღეს რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარი შეშფოთება გამოხატა. ამის შესახებ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა. მისი თქმით, შეხვერის ინიციატორი სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყი.
ევროკავშირის ელჩმა შარლ მიშელის სიტყვები გაიხსენა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აღნიშნული კანონი, რომლის მიღებასაც "ოცნება" გეგმავს, ევროკავშირთან შეუთავსებელია.
ჩვენ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოგვიწვია. შეხვედრაზე პრეზიდენტმა გამოხატა შეშფოთება უცხოური გავლენის კანონპროექტთან დაკავშირებით. გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა საკუთარი პოზიცია. მისი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო: თუ კანონი დამტკიცდება, ეს ვერ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. პირიქით, იქნება გართულებები, რადგან ეს კანონი არ არის შესაბამისაობაში ევროკავშირის ზომებთან და სტანდარტებთან. დღეს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან. ლიდერები ისაუბრებენ უკრაინაზე და ევროკავშირის შიდა საკითხებზე. საქართველო დღის წესრიგში არაა, მაგრამ არ გამვრიცხავ, რომ ლიდერებმა ისაუბრონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ორბელიანების სასახლეში დღეს პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივიდნენ, სადაც საქარველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.