ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ ამბიციები და კუდაბზიკობა, გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს- სააკაშვილი
ახლა ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები, ყველანაირი კუდაბზიკობა, ყველანაირი ცხვირაწეულობა, წყენა. მეც ბევრი მაქვს საპრეტენზიო, ბევრ ხალხთან... გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, ვიდეომიმართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ისეთი ტიპის საფრთხე, როგორიც რუსული მთავრობა საქართველოს 2008 წელსაც არ დამუქრებია.
პოლიტიკოსების ამოცანაა გავერთიანდეთ. მე მხარს ვუჭერ ერთიანი სიის შექმნას. 2020-შიც ვუჭერდი მხარს. ერთიანი სიის შექმნა შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, ამ მთავრობის წინასწარ გამოცხადებას, რომელიც იქნება მიმართული ევროპაზე. გარდამავალი პერიოდის აღებას არჩევნების მერე.
ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ. იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს შიგნიდან გამოგვჭამოს, ჩვენს ოჯახებშია შემოსული და შიგნიდან გვანგრევს. ეს უნდა განეიტრალდეს ჩვენი ერთიანობით.
ახლა ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები, ყველანაირი კუდაბზიკობა, ყველანაირი ცხვირაწეულობა, წყენა. მეც ბევრი მაქვს საპრეტენზიო, ბევრ ხალხთან, ვინც ხელი შეუწყო ამ უბედურების ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ახლა პრეტენზიების დრო არ არის, იმიტომ, რომ ყველანი ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ.
ამიტომ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია ნაციონალური მოძრაობა მუშაობს საკუთარი ძალების გაძლიერებაზე"- განაცხადა სააკაშვილმა.