19 საათი, პარლამენტის შენობა - მოქალაქეები რუსთაველზე შეკრებას დღესაც გეგმავენ
19 საათი, პარლამენტის შენობა - რუსული კანონის წინააღმდგე დილით დაწყებული დემონსტრაცია 2 საათში პარლამენტის წინ გაგრძელდება. საკანონმდებლო ორგანო პოლიციის და სპეცრაზმის ალყაშია. ამის მიუხედავად, შეკრებილები ამბობენ, რომ მათთვის შემაფრხებელი ვერც გუშინ "ოცნების" მიერ მოწყობილი სადამსჯელო ოპერაცია იქნება. მოქალაქეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ იქამდე, ვიდრე კანონს ოლიგარქი უკან არ წაიღებს.
არ შევეგუებით რუსულ კანონს და ერთი ხელის მოსმით რუსეთში არ გვინდა და ჩვენ ვიდგებით აქ დილიდან საღამომდე. არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება, მაგრამ ვერ შევეგუებით, უბრალოდ, უფლება არ გვაქვს. ხალხის დაშინება უნდათ და ისეთ მეთოებს იყენებენ, რომ ძალიან მალე წარსულს ჩაბარდებია, ასე მგონია, - ამბობს მომღერალი ქეთათო.
მოქალაქეები არ მალავენ, რომ ეშინიათ, თუმცა ამბობენ, რომ შიშს ქვეყნის მომავალს ვერ შესწირავენ.
რომ ვთქვა, რომ არ მეშინია, მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ შინაგანად მანც ძალიან მეშინია. ჩემი მშობლები ნერვიულობენ, იმიტომ, რომ მშბლები არიან და რა თქმა უნდა და ძალიან სასაცილოა და სატირალიც არის ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ასეთ კანონს იღებენ საქართელოშ, - ამბობს აქციის მონაწილე.