უკან დახევა არ იქნება, გამორიცხულია! - ნიკა მელია
უკან დახევა არ იქნება, გამორიცხულია! - ამის შესახებ პარლამენტთან "ახალის" ლიდერი ნიკა მელია საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პროტესტის ის ტალღა, რომელიც აზვირთებულია, შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
ეს დემოკრატიული ტალღა, რომელიც აზვირთებულია, რა თქმა უნდა, ძალიან მშვიდობიანად წალეკავს ყველანაირ რუსულ ინტერესს ამ ქვეყანაში. ის, რასაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ამას შეჩერება არ უწერია, გამორიცხულია, სანამ არ იქნება განეიტრალებული ის სახელმწიფოებრივი საფრთხე, რომლის წინაშეც დააყენა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება და საზოგადოება ამას მიუხვდა. აქ უკან დახევა არ იქნება, რაც არ უნდა ტეხასური ხოცვა-ჟლეტვა აუტეხოს, - ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დღეს რუსული კანონით პირველი მოსმენით დაამტკიცა. დღესაც, როგორც გუშინ პარლამენტთან მასშტაბური აქციაა დაანონსებული.