არ ჩავაბარებთ ქვეყანას რუსეთს! ბრძოლა ბოლომდე! - სოფო ჯაფარიძე
არ ჩავაბარებთ ქვეყანას რუსეთს! ბრძოლა ბოლომდე! , - ამის შესახებ პარლამენტთან ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ დღეს რუსთაველზე რუსულ კანონს იმაზე მეტი ადამიანი გააპროტესტებს, ვიდრე წინა დღეებში.
დღეს აქ რუსული ოცნება მარცხდება, დღეს ბიძინა ივანიშვილი მარცხდება და არ ჩავაბარებთ ჩვენს ქვეყანას რუსეთს. ბრძოლა ბოლომდე! ხედავთ რა ხდება, დღეს საღამოს კიდევ უფრო ბევრნი ვიქნებით. მთელ საქართველოს გელოდებით, ყველა უნდა დავდგეთ ფეხზე. ჩვენმა შვილებმა ხვალ არ უნდა გაიღვიძონ რუსეთში, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დღეს რუსული კანონით პირველი მოსმენით დაამტკიცა. დღესაც, როგორც გუშინ პარლამენტთან მასშტაბური აქციაა დაანონსებული.