ერთი ქალის პროტესტი - პირველი ინტერვიუ ქალთან, რომლის კითხვებსაც მამუკა მდინარაძე გაექცა (ვიდეო)
პირველი ინტერვიუ ქალთან, რომლის კითხვებსაც პარლამენტიდან სპეცრაზმის კორდონით გაპარულმა მამუკა მდინარაძემ ვერ უპასუხა.
46 წლის ანი ქარქაშაძემ უმრავლესობის ლიდერს რუსულ კანონთან დაკავშირებით კითხვები მაშინ დაუსვა, როდესაც მდინარაძე მრავლათასიანი აქციის პარალელურად, სავარაუდოდ, კონსულტაციებზე ირაკლი კობახიძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა.
უარგუმენტოდ და სპეცრაზმის გარეშე დარჩენილმა მდინარაძემ ერთი მოქალაქის კითხვებსაც კი ვერ უპასუხა და თავი შენობას შეაფარა.
რომ დავინახე მდინარაძე, აქედან ვუყვირე, რომ გამოდი, დამელაპარაკე-მეთქი, იმიტომ, რომ მე ვნახე მანამდე მისი ინტერვიუ, რომ ის იძახის, რომ მე ჩემს იდეას შევაკვდები. მინდოდა მეთქვა ამ კაცისთვის, რომ გამოდი, შეკვდომა არ არის საჭირო, მე მარტო ქალი ვარ და მე გამეცი პასუხი კითხვებზე, მაგრამ როგორც ჩმორი, ისე შევიდა. „შენ საერთოდ რა იციო რუსული კანონის შესახებო,“-იქიდან დამიძახა და კი, ვიცი, ნამდვილად ვიცი, იმიტომ, რომ მდინარაძისგან განსხვავებით, მე მონა არ ვარ. მე ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს რუსული კანონი, რას ნიშნავს ამ კანონის მიღება ჩემი შვილების მომავლისთვის და არაფრით არ მინდა, რომ ეს დავუშვა. იმიტომ, რომ მამუკა მდინარაძეს რომ პიჯაკი აცვია, პირობითად, ისიც არ არის რუსული, „კალოშია“ რუსული და წავიეს მაშინ რუსეთში და იქ ჩაიცვას იქაური ნაციონალური ტანისამოსი და კალოშებით იქ იაროს. ჩემმა შილებმა ლომონოვში არ უნდა ისწავლონ, უნდა ისწავლონ ევროპის ძალიან მაგარ უნივერსიტეტებში და უნდა იცხოვრონ ძალიან მაგარ ევროპულ საქართველოში. ეს მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ მოვიდა ჩემამდე, შეეშინდა და გაიქცა, - ამბობს ანი ქარქაშიძე "პირველებთან".
ანი ქარქაშაძე ასევე მოქალაქეებს მოუწოდებს, შვილებთან ერთად დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.