"ალბათ პოლიციელებს ნერვებმა უმტყუნა" - კობახიძე აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებაზე

17.04.24 18:32
"ალბათ პოლიციელებს ნერვებმა უმტყუნა" - კობახიძე აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებაზე

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ გუშინ აქციაზე სპეცრამზელების მხრიდან არანაირ დარბევას არ ჰქონია ადგილი, თუმცა ასევე ადასტურებს, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს.

"გუშინ არავითარი დარბევა არ მომხდარა. შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით. იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა. მაგრამ, რაც შეეხება დაზიანებებს - 5 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო", - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები