პრემიერმა პრეზიდენტი "უცხოური გავლენის აგენტად" გამოაცხადა

17.04.24 18:36
პრემიერმა პრეზიდენტი "უცხოური გავლენის აგენტად" გამოაცხადა

პრემიერის ღია თავდასხმა პრეზიდენტზე - ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის აგენტად" გამოაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთ ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია - ასე უპასუხა მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ვეტოს  („კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა“ - სალომე ზურაბიშვილი).

„რაც შეეხება კანონის სახალხო ლეგიტიმაციას. თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 6 თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონს ექნება დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილი, ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები