მივმართავ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ჩამოდით! 1921 წელი მეორდება და გვჭირდებით - ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:
"მივმართავ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენ სახელოვან მოქალაქეებს, ხელოვანებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს, ჩამოდით საქართველოში და დაგვიდექით ფიზიკურად გვერდით!
1921 წელი მეორდება ჩვენ თვალწინ და აქ გვჭირდებით!"- წერს ნინო ლომჯარია.