ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსული "კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ"

17.04.24 18:50
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსული "კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ"

კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა. 

სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები