ეს კანონი უსამშობლო ბიძინას მორიგი ახირებაა! - ყოფილი მოსამართლე

17.04.24 19:04
ეს კანონი უსამშობლო ბიძინას მორიგი ახირებაა! - ყოფილი მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება ბიძინა ივანიშვილის ახირებაა.

ალავიძე პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის, ქართული პოლიცია და სპეცრაზმი,როგორც ქართული საპოლიციო სისტემა აღარ არსებობს.

"საქართველოში დიდი ხანია რაც მოქმედებს რუსული კანონები, ეს კანონი უსამშობლო ბიძინას მორიგი ახირებაა!...

ჩემთვის ქართული პოლიცია და სპეცრაზმი აღარ არსებობს როგორც ქართული საპოლიციო სისტემა, თქვენ ჩვეულებრივი რუსები ხართ, ძაღლებივით დასდევთ პატარა გოგო ბიჭებს, რომლებიც თქვენი შვილების და საკუთარი უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. 
აუცილებლად დასრულდება ბიძინას ღორული მართვის სისტემა!" - წერს ბესარიონ ალავიძე

 

მსგავსი სიახლეები