"ოცნების" დეპუტატები წერენ ღალატის ისტორიას! ჩვენ აუცილებლად დავწერთ თავისუფლების ისტორიას! - სოფო ჯაფარიძე
დღეს, "ოცნების" დეპუტატები წერენ ღალატის ისტორიას - ამის შესახებ პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე ენმ-ს წევრმა და მიხეილ სააკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ დარბევების მიხუედავად, ქართველ ახალგაზრდებს, საქართველოს მოქალაქეებს "ოცნება" ევრ შეაშინებს, დღეს უფრო მეტნი გამოვლენ და ასე ერთიანობით დასრულდება რუსული ხელისუფლებსი მმართველობა საქართველოში.
დღეს "ოცნების" დეპუტატები წერენ ღალატის ისტორიას. ჩვენ კი და აი ეს ადამიანები, ვწერთ თავისუფლების, გმირობის ისტორიას. დღეს ვხედავთ გამოხმაურებებს ცნობილი სპორტმენების, ხელოვანების, უამრავი ადამიანის. დღეს "ქართული ოცნება" რეალურად დარჩა მარტო. ეს არის ივანიშვილის კოშმარის რეალობად ქცევა, როდესაც ქართველი ხალხი ასეთი ერთიანია, ისეთი ერთ მუშტად შეკრულია, როგორიც არასოდეს. გუშინ ხედავდით როგორ დაუპირისპირდა პოლიცია ჩვენს ახალგაზრდებს. დღეს ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით, დღეს ჩვენ აუცილებლად დავწერთ თავისუფლების ისტორიას, აუცილებლად დავასრულებთ რუსეთს საქართველოში და დღეს აუცილებლად რუსეთი მარცხდება", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.