კობახიძის კაბინეტს სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა იცავს - სპეცრაზმი პარლამენტის შიდა ეზოში გადაისროლეს
მთავრობის კანცელარიას და კობახიძის კაბინეტს სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა იცავს. სამთავრობო კვარტალი სპეცრაზმელებით არის სავსე. ვახტანგ გომელაურმა დღეს ძალოვანების გაორმაგებული რაოდენობა გამოიყვანა ქუჩაში, თუმცა რატომ ეშინია ასე ხელისუფლებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეების არავინ იცის.
პოლიცია ამბობს, რომ აქციაზე იმ რაოდენობით არიან, როგორც გუშინ. რაც შეეხება გუშინდელ დარბევას, სამართალდამცველები ამბობენ, რომ ძალას მშვიდობიანმა მოსახლეობამ გადაამეტა და არა მათ.
აქციის მონაწილეობის მხრიდან ხდებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ისროდნენ ბოთლებს, დაზიანდნენ პოლიციის თანამშრომლები, ამიტომაც მხოდა შესაბამისი რეაგირება", - აცხადებს "პირველებთან" პოლიციის თანამშრომელი.
სპეცრაზმი გადაისროლეს ცოტა ხნის წინ პარლამენტის შიდა ეზოში, რუსთაველის მხრიდან. მათთან ერთად ისევ არიან მაღალჩინოსნებიც, რომლებიც ბრძანებებს გასცემენ.
დეტალებს, მარიამ მაკასარაშვილი გიყვებათ.