პრეზიდენტის პასუხი პუტინის პრესსპიკერს - ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის ვინაა მტერი და ვინ პარტნიორი
ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის ვინაა მტერი და ვინ პარტნიორი - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს.
- პესკოვმა თქვა, რომ “ანტირუსული სენტიმენტები” გარე აქტორებისგან მოდის.
არ ვიცი ვის გულისხმობენ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს, და სხვა არავინ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას, საქართველოს ინსტიტუტებს, საქართველოს განვითარებას წლების მანძილზე”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამ „რუსულ კანონს“ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე - ამბობს ზურაბიშვილი ტელეარხ France24-თან ინტერვიუში.
ძალიან გასაკვირია, რომ ამ რუსულ კანონს ამ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან-ძალიან ნათელია"- ამბობს პრეზიდენტი.