კობახიძე ყველაფერს იკადრებს - მელია
"ოცნება" კონსტიტუციურ გადატრიალებს ახორციელებს - ამის შესახებ "ახალის თანათავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაზე "პირველებს" განუცხადა.
მელიამ ისაუბრა ირაკლი კობახაძის დღევანდელ განცხადებებზე რუსულ კანონთან დაკავშირებით და ქვეყნის პრემიერი ტყუილში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ყველაფრის მკადრებელია.
"ოცნება" ახორციელებს კონსტიტუციურ გადატრიალებს. ის სახელმწიფოს მთავარ მიზანს აცდა. კონსტიტუციურად გარანტირებულ გეზს აცდა, სადაც წერია, რომ ხელსიუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ხდება საპირისპირო და ეს არის უკვე პროცესში მოყვანილი რუსული ხელისუფლების მხრიდან. შესაბამისად, კობახიძის მხრიდან საუაბარი, რომ ეს ასე კი არა ისე არ არის, არ შეესაბამება სიმართლეს და ა.შ ამაზე დროის ხარჯვას აზრი აქვს. არის ადამიანი, რომელიც იკადრებს ყველაფერს. მან იკადრა შოლცთან ის რაც იკადრა და მას დააბრალა, რომ გერმანელებს გერმანიაში აქვთ ის კანონი, რომლის მიღებაც აქ უნდათ. იქვე გასცა შოლცმა პასუხი, ასეთი კანონი ჩვენ არ გავქვსო. ამიტომ ასეთი ადამიანისგან ვინმე სიმართლეს ელოდება? ეს ხელისფულება წმინდა წყლის რუსული ინტერესების გამტარებელია. ამ ვითარებიდან გამოსვლის შანსი ხელისუფლებას არ აქვს, მან თავად მოიქცია თავი იზოლაციაში. ის წამოსულია საბოლოო შეტევაზე სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ", - განაცხადა მელიამ.