"ოცნებამ" გაფრთხილება არ გაითვალისწინა, ამიტომ ევროკავშირი მოქმედებაზე გადადის - გზავნილები პარტნიორებისგან

17.04.24 20:49
"ოცნებამ" გაფრთხილება არ გაითვალისწინა, ამიტომ ევროკავშირი მოქმედებაზე გადადის - გზავნილები პარტნიორებისგან

 

გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, ამიტომ ევროკავშირი მოქმედებაზე გადადის. ბრუსელიდან გზავნილი გზავნილზე მოდის. კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ევროკავშირმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და პირდაპირ უთხრა ქართულ ოცნებას, რომ თუ კანონს ბოლომდე გაიტანენ ევროგაერთიანების წევრობა უნდა დაივიწყონ. ამ წუთებში კი ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე არიან შეკრებილი. 

ჯერ უცნობია, დადგება თუ არა საქართველოს საკითხი ლიდერების დღის წესრიგში. სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს და ემნაუილ მაკრონს ჯერ კიდევ გუშინ მიმართა ამ წინადადებით. საქართველოს პრეზიდენტი კი დღეს უცხოური გავლენიანი მედიების მთავარი სტუმარია. სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის შემობრუნების გადაწყვეტილება არა ოცნების ოფისში, არამედ  მოსკოვში მიიღეს. 

რა გზავნილები მოდის თბილისში სტრატეგიული პარტნიორებისგან  - ინა ცარციძე გიყვებათ

მსგავსი სიახლეები