გულწრფელად ვთხოვ ივანიშვილს, გაიწვიეთ კანონი - რუსუდან ფეტვიაშვილი
მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს - "გაიწვიეთ რუსული კანონი" - უთხრა რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მრავალათასიანი აქციიდან "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლისას.
"მტერი მღვრიე წყალში როგორც თევზს ისე გვიჭერს"- მიმართა "ქართულ ოცნებას" ფეტვიაშვილმა.
"ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ძალიან მინდა, რომ ის იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, ბრწყინვალე, მოძებნოს თავისი პატარა ნიშა მსოფლიოს თანამეგობრობაში. ამ მიზნისთვის ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ. ძალიან მინდა, ვთხოვო ჩვენ პარლამენტს, რომელმაც დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელსაც ამდენი ხალხი ვეწინააღმდეგებით. გაიწვიეთ კანონი, არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელახალ გახლეჩას ადგილი. გულწრფელად ვთხოვ ივანიშვილს, გაიწვიეთ ეს კანონი, რათა ამ კანონმა შუაზე არ გახლიჩოს საქართველო."- თქვა ხელოვანმა.