თავგანწირვა ერთი კაცის დასაცავად - "ოცნების" 83 წევრმა საქართველოს გარუსების მცდელობას ხელი მოაწერა

17.04.24 20:53
თავგანწირვა ერთი კაცის დასაცავად - "ოცნების" 83 წევრმა საქართველოს გარუსების მცდელობას ხელი მოაწერა

 

"ოცნების" 83 წევრიდან ერთიც კი არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენისთვის ხმას ამოიღებდა. სრულმა უმრავლესობამ მწვანე ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით ღიად უთხრა უარი ევროპას და საქართველოს გარუსების  მცდელობას ხელი მოაწერა. ახლა ამ დეპუტატების სახელები და გვარები, რომლებმაც  ივანიშვილს ერთგულება დაუმტკიცეს, მთელმა ქვეყანამ იცის.

პირველი მოსმენით რუსული კანონი ქართულმა ოცნებამ თვითიზოლაციის პირობებში დაამტკიცა. სხდომათა დარბაზში მარტო იყვნენ. არცერთი ოპოზიციონერი კენჭისყრის დროს დარბაზში არ იჯდა. თუმცა მანამდე  ოპოზიცია შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ივანიშვილის გუნდისთვის რაც შეიძლება ბევრჯერ ეთქვათ, კანონი  რუსულია და  მისი დამტკიცებით საქართველო  ისტორიულ მონაპოვარს კარგავს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები