"ხარება" ერთი პატარა ჭინკაა - ხაბეიშვილი

17.04.24 21:00
"ხარება" ერთი პატარა ჭინკაა - ხაბეიშვილი

"ხარება" ერთი პატარა ჭინკაა - ასე მოიხსენია სპეცრაზმის შეფი ზვიად ხარაზიშვილი ენმ-ს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და თქვა, რომ მისი არავის არ ეშინია. 

უნდა გვესმოდეს, რომ "ხარება" ერთი პატარა ჭინკაა, ნაკლებად საშიში... თუ გამიბრაზდება, რას ამბობთ, ღამე არ დამეძინება, აქ თუ არის სადმე, მოვიდეს", - აცხადებს ხაბეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს "ხარებამ" ლევან ხაბეიშვილს აგინა და ენმ-ს თავმჯდომარე შეურაცმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

მსგავსი სიახლეები