"ოცნების" სპეცოპერაცია ივანიშვილის ქონების გადასარჩენად - ოლიგარქის გამო კანონს ცვლიან

17.04.24 21:18
"ოცნების" სპეცოპერაცია ივანიშვილის ქონების გადასარჩენად - ოლიგარქის გამო კანონს ცვლიან

 

ოცნების სპეცოპერაცია ივანიშვილის ქონების გადასარჩენად. მმართველი გუნდი ოლიგარქის გამო კანონს ცვლის. პარლამენტში რუსული პროექტის  დამტკიცების გარდა, უმრავლესობის წინაშე  კიდევ ერთი მისია გაჩნდა. დაჩქარებული წესით  იღებენ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც  ბიძინა ივანიშვილს უხსნის გზას, ოფშორებიდან საკუთარი აქტივები, წილები და ქონება  ყოველგვარი  გადასახადის გარეშე საქართველოში  გადმოიტანოს. 

ამით ოლიგარქი თავს დაიცავს სანქციებისგან,  დაიცავს საკუთარ მილიარდებს და  არც  გადასახადებს  გადაიხდის  ქვეყნის ბიუჯეტში.  ოცნების მიერ მომზადებული  საკანონმდებლო პროექტი სრულად  ივანიშვილზეა მორგებული. ის ოფშორებში ასზე მეტ კომპანიას ფლობს. თუმცა ივანიშვილის გარდა  შეღავათებით  ისარგებლებენ რუსი ოლიგარქებიც, ვინც საქართველოში აქტივების  შენახვას გადაწყვეტს. ჩვენი ქვეყანა მათი ქონების გადარჩენის ერთადერთი ხსნა იქნება.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები