თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა (ფოტო)
თბილისში, "თავისუფლების მოედანზე" წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა. "პირველებმა" განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დააფიქსირა - სპეცრაზმელები ამ ეტაპზე ავტობუსებში იმყოფებიან.
ადგილზეა ე.წ. გაფრთხილებისთვის საჭირო აპარატურა.
"პირველების" კიდევ ერთი კორესპოდენტის ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც სამართალდამცავთა გადაჯგუფება შეინიშნება. სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც.
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებიან უშუალოდ პარლამენტის ეზოშიც.